English / ქართული / русский /
მარინე ცუცქირიძე
პოსტკომუნისტური ეკონომიკის განვითარების პროცესში მაღალი ტექნოლოგიების ბიზნესში გამოყენების შესახებ

ანოტაცია. ნაშრომში განხილულია ბიზნესის სისტემაში მაღალი ტექნოლოგიების გამოყენების აუცილებლობის და მიზანშეწონილობის საკითხები და ამ გზით ევროინტეგრაციაში გაერთიანებული პოსტკომუნისტური სახელმწიფოების საბაზრო ურთიერთობების განვითარების მიმართულებები; გადმოცემულია თანამედროვე მაღალი ტექნოლოგიების ბიზნესის რაციონალურად წარმართვის მიზნებისა და საწარმოო რესურსების ურთიერთშესაბამისობის საკითხები, რაც მაღალი ტექნო­ლოგიებისა და ინოვაციური ტექნიკის ძირითად დანიშნულებას წარმოადგენს.

საკვანძო სიტყვები: თავდაცვითი და ორმაგი ტექნოლოგიები, ბიზნესის სისტემა, ინოვაციური ტექნიკა, ინტეგრაცია, ბიზნესის უსაფრთხოება. 

შესავალი

გლობალიზაციისა და პოსტკომუნისტური გარდაქმნის პროცესში ეკონომიკური ინტეგრაციის თანამედროვე პროცესების ვითარებაში ძირითადი ადგილი უკავია ბიზნესის საწარმოო და მომსახურების სისტემების მაღალი ტექნოლოგიების გამოყენებით წარმოების ტექნიკური და ტექნოლოგიური საფუძვლების სრულყოფას. ასეთი ტექნოლოგიები წარმოიქმნა და ვითარდება ევროკავშირის მეცნიერული და ტექნიკური პოტენციალის ამაღლების და ეროვნულ წარმოებათა ინტეგრაციის გზით. ამიტომ მაღალი ტექნოლოგიების მთავარ თავისებურებას თავდაცვითი ორმაგი დანიშნულება და ეკონომიკური პროცესების ეფექტიანად წარმართვა წარმოადგენს.

ამ მიმართულებით ნაშრომში გადმოცემულია ინოვაციური ბიზნესსისტემის ფუქ-ციონირებისა და მისი კონკურენტუნარიანობის ამაღლებისათვის საჭირო მაღა¬ლი ტექნოლოგიების გამოყენების  ძირითადი ასპექტები, ინოვაციებისა და ტექ¬ნო¬ლო-გიური პროგრესის შედეგების შეფასების საფუძვლები და სხვ. ამისათვის გა-მოყენებულია ევროკავშირის სტრატეგიებისა და პარტნიორების შესახებ არსებული დოკუ¬მენტები და მასალები, რომლებშიც ასახულია ინოვაციური ბიზნესის განვი¬თარებისა და ფუნქციონირების თანამედროვე მექანიზმი. 

* * *

ორმაგი დანიშნულების ტექნოლოგიების გამოყენება ბიზნესის შემოსავლების ზრდის მიზნებისათვის, ეკონომიკური განვითარების ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს. ევროგაერთიანების და პოსკომუნისტურ სახელმწიფოთა სამეცნიერო და ტექნიკურ გამოკვლევათა საფუძველზე შემუშავებულ ტექნოლოგიებს ახასიათებს თავდაცვითი და ასევე ორმაგი დანიშნულება, რადგან ისინი გამოიყენება სახელმწიფოს თავდაცვისა და წარმოების, ასევე სოციალური მომსახურების სისტემის დასაცავად. მაღალი ტექნოლოგიების შექმნა და გამოყენება ბიზნესის უსაფრთხოების წინაპირობაა და საფუძვლად უდევს მეცნიერული და ტექნიკური პოტენციალის წარმოქმნას. იგი ეროვნული ეკონომიკის განვითარების მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს.

მაღალი ტექნოლოგიების გამოყენება ფირმის მმართველობითი სისტემის გარდაქმნის ერთ-ერთი ძირითადი წინაპირობაა. ახალი ტექნოლოგიების ათვისება ფირმების საკუთრების დაცვის მიზანს ემსახურება. ასეთი ტექნოლოგიების საფუძ­ველზე ხორციელდება როგორც სახელმწიფოს თავდაცვის საშუალებათა, ასევე სამრეწველო პროდუქციის წარმოება. აღნიშნული ტექნოლოგიები მიმართულია ბიზნესის ობიექტების თავდაცვაზე, რაც მის ორმაგ დანიშნულებაზე მიანიშნებს.

ამ მიმართულებით ბიზნესის განვითარებისა და პროცესის წარმოებათა ინტეგრაციის პროცესისათვის ძირითადი მიზანია:

1. პროდუქციის წარმოებისა და მომსახურების პროცესში გამოყენებული ტექნო­ლოგიები, რომლითაც შესაძლებელია ტექნოლოგიურ მოწყობილობათა დამზადება;

2. ინოვაციური ტექნოლოგიები, რომლებიც გამოიყენება ფირმათა საქმიანობის წარმართვისათვის, მისი კონტროლის ზუსტი ტექნიკის საშუალებებით – ხელსა-წყოებით ფირმის უზრუნველყოფისათვის.

3. პროდუქციის წარმოების პროცესში გამოყენებული ლაზერული ტექნოლოგიები;

4. ფირმის საბაზრო ურთიერთკავშირების დასამყარებლად გამოყენებული ტექნოლოგიები, რომლის საშუალებით წარმოებული ტექნიკის გალვანური დაფარვა ხორციელდება და სხვა.

5. ფირმის მმართველობითი პროგრამებისათვის საჭირო ინფორმაციის ან დოკუმენტების ავტომატიზებული დამუშავების ტექნოლოგია, რომელიც საწარმოო პროცესების წარმართვისთვისაც გამოიყენება;

6. სამრეწველო ბიზნესში გამოიყენება ავტომატური მონტაჟის შემსრულებელი ტექნოლოგია, მისთვის დამახასიათებელი კომპონენტებით და მიკროსქემებით.

7. ბიზნესის წარმართვისათვის მნიშვნელოვანია კომპიუტერული ტექნოლოგიები ინოვაციური კომპლექტებით, რომლებიც ორმაგი დანიშნულებისაა და აუცილებელია მინიპროგრამების დასამონტაჟებლად.

ამრიგად, ასეთი ტექნოლოგიები წარმოადგენს მეცნიერულ-ტექნოლოგიურ პროდუქციას, რომელიც მიეკუთვნება მაღალ ტექნოლოგიებს და ასევე  მაღალი სამომხმარებლო თვისებების მქონე საბაზრო პროდუქტს. იგი საშუალებას იძლევა დაცული იქნეს კომპიუტერული ტექნიკის მართვისათვის საჭირო ნაწილები სამუშაო ადგილზე, რაც განაპირობებს ინფორმაციის შენახვის სისტემის გაფრთოებას. ამის წინაპირობებია: 1. ტექნიკური მონაცემები, ანუ დოკუმენტები, რაც აუცილებელია ფირმის მმართველობითი ფუნქციების შესასრულებლად; 2. საქმიანობის სახეები და მახასიათებლები; 3. ფირმის დამკვეთი ორგანიზაციები, მათი სახეები, გამოსახულებები და შეკვეთების ინდივიდუალური ესკიზები. ამისათვის გამოყენებულ ტექნოლოგიებს შორის მთავარს წარმოადგენს ლაზერული კავშირისა და თერმოტრანსფერული ბეჭდვის ტექნოლოგია, სტანდარტული ჰოლოგრამების გამოყენებით კომპანიის შესახებ პერსონალური ინფორმაციის გამოსახვა – ლოგოტიპებით, გამოსახულებით ან ნუმერაციით.

ასეთი თავდაცვითი და ორმაგი ტექნოლოგიის ძირითად უპირატესობას წარმოადგენს: ბიზნესსისტემისათვის მისაღები ფასებით დამცავი კომპლექტების ცალობრივი შესყიდვის შესაძლებლობა, ასევე თავდაცვის მაღალ დონეზე დიზაინისადმი ნებისმიერი მოთხოვნის დაცვა, შემკვეთი ორგანიზაციისათვის ინდივიდუალური ნიშნის მიკუთვნება და სხვა. იგი გამოიყენება კომპანიის სტა-ტუსის ასამაღლებლად, თავდაცვის მაღალი დონის მისაღწევად, როდესაც ფირმის შეკვეთაზე მოთხოვნა დროის მცირე მონაკვეთების და ტირაჟით გაითვალისწინება.

მაღალი ტექნოლოგიების ბიზნესის სისტემაში გამოყენების ძირითად ასპექტს წარმოადგენს უსაფრთხოების მიზნებისათვის თავდაცვითი და საწარმოო დანიშნულების, ანუ ინფორმაციული ტექნოლოგიების მნიშვნელობის შეფასება. ფირმებში ასეთი ინფორმაციული ტექნოლოგიების გამოყენებით ხორციელდება ბიზნესის საქმიანობის დაგეგმვა და მისი პროგრამული უზრუნველყოფა, კერძოდ მიწოდების მარშრუტების დაგეგმვა და ტერიტორიული განაწილების ოპტიმიზაცია სავაჭრო ობიექტებისა და მიწოდების მარშრუტებისათვის.

მომსახურების სისტემაში მისი მაღალი ხარისხის მისაღწევად გამოიყენება სპეციალური პროგრამები (WMS პროგრამა), რომლის საშუალებით ავტომატურ რეჟიმში ხორციელდება პროდუქციის მიღება, შენახვა, შეგროვება, დატვირთვის ოპერაციები, ასევე ამ პროცესების კონტროლი. სამუშაო პროცესები აისახება ელექტრონულ სისტემაში (ERP), ხოლო პროდუქციის საბაზრო და სხვა მიწო-დებათა პროცესის მონიტორინგის განხორციელებისათვის გამოიყენება თანამედროვე ვიდეოტექნო­ლოგიები.

ინფორმაციული ტექნოლოგიებით ხდება ბიზნესისათვის მხარდაჭერის პროგ­რამის განხორცილება, რაც შეიცავს ინფორმაციას  ბიზნესით დაინტერესებული კომპანიების შესახებ. იგი განაპირობებს ბიზნესის მახასიათებლების და შედეგების პროგნოზირების, საწარმოო და საბაზრო რისკების, ასევე ბიზნესის რისკის შეფასების საშუალებას.

აღნიშნული განაპირობებს ბიზნესის სისტემებში ასეთი ტექნოლოგიების მიზანშეწონილ გამოყენებას,  მათ შორის ინფორმაციული ტექნოლოგიების გლობალურ შესაძლებლობათა გამოვლენას, ბიზნესის პროცესების ოპტიმიზაციას თანამედროვე ინოვაციური ღრუბლოვანი ტექნოლოგიების გამოყენებით. ასეთი ინოვაციური ტექნოლოგიები ბიზნესის საწარმოო და მომსახურების სისტემათა კონკურენტ­უნარიანობას განაპირობებს.

ბიზნესის განვითარება და ევროგაერთიანება, წარმოებათა ინტეგ¬რაცია თავი­სუფალი კონკურენციის მიზნებს ემსახურება, ამავე დროს, ევრო¬კავშირის ინოვაციური პოლიტიკით გათვალისწინებულია ტექნოლოგიური ინოვაციების გამოყენება კონკურენტუნარიანობის ზრდის მიზნებისათვის. ბიზნესის სისტემის ეფექტიანობა ძირითადად დამოკიდებულია ასეთი ტექნოლოგიების წარმოებაში გამოყენების უნარზე მსოფლიო ბაზარზე მზარდი კონკურენციის ვითარებაში. ამიტომ ინოვაციურ პოლიტიკაში ძირითადია სამეცნიერო კვლევების აუცილებელი გარემოს წარმოქმნა და ტექნოლოგიების განვითარება ელექტრონიკისა და კომპიუტერულ წარმოებაში; აგრეთ­ვე ისეთ წარმოებათა გაფართოება, რომლებშიც უახლესი, არსებითად გაუმჯობესებული ტექნიკა და ტექნოლოგიები გამოიყენება, და სადაც ახალი ტექნიკისა და ინფორ­მაციული ტექნოლოგიების საფუძველზე ხორციელდება პროდუქციის პოპულარიზაცია; გამოირჩევიან ინოვაციურობის მაღალი მაჩვენებლებით და ტექნოლოგიური გამტარ­უნარიანობით, რაც ბიზნესის სარგებლიანობის ამაღლებას განაპირობებს.

ამ მიმართულებით ინოვაციური განვითარების პროცესისათვის დამახასია­თებელია თავდაცვითი და ორმაგი დანიშნულების ტექნოლოგიების გამოყენება. ბიზნესის დარგებისა და მომსახურების სისტემებში იგი განაპირობებს ბიზნესის ტექ-ნოლოგიური სისტემის ჩამოყალიბებას და მისი ელემენტების ეფექტიან ფუნ-ქციონირებას. 

ტექნოლოგიური განვითარება. მაღალი ტექნოლოგიების გამოყენებას და ბიზნესისათვის თავდაცვითი და ორმაგი ტექნოლოგიების მნიშვნელობას განაპირობებს წარმოებისა და მომსახურების სისტემის ეფექტიანი ფუნქციონირებისათვის საჭირო ინოვაციური ტექნიკის არსებობა საწარმოებში. ასეთი ტექნოლოგიებით შესაძლებელია ბიზნესის განვითარება და მისი ფინანსური, საწარმოო და ინფორმაციული პროცესების უსაფრთხოების დაცვა. მათ შორის ძირითადია: 1. თავდაცვითი და ორმაგი დანიშ­ნულების ტექნოლოგიების გამოყენება წარმოებისა და მომსახურების პროცესების წარმართვასა და საწარმოო საკუთრების დაცვისათვის სხვადასხვა დარგის ფირმებსა და მეწარმეობის სექტორებში; 2. საბაზრო პროცესებში ფირმების წარმატებით მონა­წილეობისა და ადმინისტრაციულ ვალდებულებათა შესრულების დროს კომპიუ­ტერული ტექნოლოგიებისა და ინოვაციური ტექნიკის გამოყენება; 3. თანამედროვე ინფორმაციული ტექნოლოგიების საფუძველზე ბიზნეს სისტემის ფინანსური და ინფორმაციული უსაფრთხოების დასაცავ ღონისძიებათა შესრულება; 4. ორმაგი დანიშნულების ტექნოლოგიების და თავდაცვითი ტექნიკის გამოყენებით ინოვაციური ბიზნესის განვითარების პროცესის რაციონალურად წარმართვა; 5. ინოვაციური გამომთვლელი, ძირითადად კომპიუტერული ტექნოლოგიების საშუა­ლებით ბიზნესის ტექნოლოგიური განვითარების მიღწევა და სხვა.

ტექნოლოგიური განვითარების ძირითად შედეგს წარმოადგენს ბიზნესის ტექნოლოგიური სისტემის ჩამოყალიბება, ამის საფუძველს ევროგაერთიანების სამეცნიერო და ტექნიკური კვლევებისა და ინოვაციური ტექნიკის წარმოების გაფართოების, ბიზნესის დარგობრივი საქმიანობისა და წარმოების პროცესების ინტეგრაცია წარმოადგენს. ბიზნესის ტექნოლოგიური სისტემა აქტიურად ზემოქმედებს წარმოებისა და მომსახურების დარგების ფუნქციონირებაზე და მათ ორგანიზებულობას განაპირობებს. იგი მოიცავს ფირმის ფინანსურ და საბაზრო საქმიანობაში სიზუსტეს და პროდუქციის მიწოდების ეფექტიან ორგანიზაციას, რაც ფირმის საბაზრო მიზნების მისაღწევ მიმართულებას წარმოადგენს. ბიზნესის თავდაცვისა და უსაფრთხოების უახლესი ტექნოლოგიის გამოყენება წარმოშობს ისეთ სიტუაციებს, რომელიც არ საჭიროებს ფირმათა საქმიანობის გადასინჯვას, საბაზრო პროცესებში შეფერხებებს, ფინანსური რესურსების გადახარჯვას, ასევე განაპირობებს მათ შესახებ არსებული ინფორმაციის დაცვას კონკურენტებისაგან. თავდაცვითი და ორმაგი დანიშნულების ტექნოლოგიების ბიზნესში გამოყენების დროს ფირმის მმართველობითი სისტემის საქმიანობა აქტიურად უკავშირდება ისეთი პროცესების განხორციელებას, რომლის დროსაც შესაძლებელია ბიზნესის ობიექტების დაცვა პროდუქციისა და მომსახურების დატაცებისა და მითვისებისაგან. ამავე დროს საწარმოებში ტექნოლოგიური განვითარების პროცესი ხორციელდება ბიზნესის უსაფრთხოებასთან ურთიერთ­მიმართებაში. ამ მიზნით წარმოქმნილი ბიზნესის უსაფრთხოების სისტემა აერთიანებს: კომპანიების ფინანსური უსაფრთხოების დაცვის, მისი ორგანიზაციული და ინფორმაციული უსაფრთხოების მისაღწევად გამოყენებულ უახლეს ტექნიკას, ტექნოლოგიებს და ფირმათა მართვის ინოვაციურ მეთოდებს. ბიზენსის ტექ­ნოლოგიური განვითარების მიზანშეწონილობა განაპირობებს ფირმის მთლიანობის, მისი საბაზრო უპირატესობის დაცვისა და ინტეგრაციის სახელმწიფო პოლიტიკის ეკონომიკაში გატარების ინტერესებს. ამისათვის საჭირო ინოვაციური ტექნიკა მაღალი ტექნოლოგიების გამოყენების პროცესების ინტეგრაციის საშუალებას იძლევა ევროგაერთიანების ტექნიკურ და ტექნოლოგიურ კვლევებში მონაწილე სახელმწიფოე­ბისათვის.

ამრიგად, ტექნოლოგიური განვითარება წარმოადგენს ბიზნესის საწარმოო და საბაზრო საქმიანობის, მისი შემოსავლების გადიდების საშუალებას. იგი განა-პირობებს ინოვაციური ტექნოლოგიების ბიზნესში გამოყენებას. კერძოდ ფირმის საწარმოო, ფინანსური და ინფორმაციული რესურსების უსაფრთხოების მიზნით გამოყენებული ტექნოლოგიებიდან მთავარია თავდაცვის ტექნიკური საშუალებანი, საწარმოო ტექნოლოგიები, ავტონომიური თავდაცვის სისტემები, თავდაცვის ავტომატიზებული სისტემები და სხვ. 

ინოვაციური ტექნოლოგიები. ბიზნესის სისტემაში ფუნქციონირებად წარმოებათა შიდასაბაზრო ინტეგრაციისათვის გამოიყენება: 1. თავდაცვითი დანიშნულების, სწრაფადგანვითარებადი ტექნოლოგიები. ტექნოლოგიური ზრდის მიზანს წარმოად­გენს ინოვაციური ტექნიკის წარმოების გადიდება და მისი გამოყენება ორმაგი დანიშნულებით – სახელმწიფოს თავდაცვის, ტექნიკისა და სამრეწველო პროდუქციის წარმოების დარგებში; 2. ფირმათა მართვის პროცესების რაციონალურად წარმართ­ვისათვის ინოვაციური კომპიუტერული ტექნიკის საშუალებათა წარმოების გადი­დებისათვის, რაც მნიშვნელოვანია ტექნოლოგიურად განვითარებადი ბიზნესის დარგების განვითარებისათვის; 3. ევრომეწარმეობაში გამოყენებული უახლესი ტექნოლოგიები, ავტომატური გადახდისა და ავტომატიზებული მომსახურების სისტემები. მათი გამოყენების დროს ბიზნესში თავდაცვის მიზნით ფართოდ გამოიყენება ინოვაციური ტექნიკა; 4. საპატენტო სისტემა, რომელიც გამოიყენება სამეცნიერო კვლევების გაფართოებისა და ინოვაციური ტექნოლოგიების განვი­თარებისათვის, რისთვისაც ინოვაციური საქმიანობის კომერციალიზაციაა მიზან­შეწონილი; 5. საბაზრო პროცესებისათვის აუცილებელი ტექნოლოგიური პროგრესის შედეგები, ანუ საბაზრო ტექნოლოგიები. მათ შორის ძირითადია მარკეტინგული ტექნოლოგიები, საბაზრო ფასწარმოქმნის ინოვაციური სისტემა და სხვა.

ევროინტეგრაციული სახელმწიფოებისათვის მეცნიერების, ტექნიკისა. ტექნოლო­გიების და წარმოებათა ინტეგრაციული ურთიერთკავშირის გაფართოება და უახლესი ინოვაციური ტექნოლოგიების განვითარება, მათი გამოყენება ბიზნესის შემოსავლების ზრდის მიზნით, წარმოადგენს ერთ-ერთ მმართველობით ღონისძიებას, რომლის შედეგია წინაპირობების შექმნა ინოვაციური ბიზნესის წარმოქმნისათვის.

ბიზნესის ინოვაციური განვითარების პროცესი დაკავშირებულია მაღალი ტექნოლოგიების წარმოების სექტორის გაძლიერებასთან. იგი ძირითადად ორმაგი დანიშნულების ტექნოლოგიების საფუძველზე შეიძლება იქნეს მიღწეული. ორმაგი დანიშნულების ტექნოლოგიებს მიეკუთვნება ისეთი ტექნოლოგიები, რომლებიც ბიზნესის საწარმოო სისტემაში გამოიყენება ინოვაციური ტექნიკის საწარმოებლად. მათ გააჩნიათ როგორც საწარმოო, ასევე ბიზნესის პროცესებში თავდაცვითი დანიშნულება. ამავე დროს ინოვაციური ტექნოლოგიები გამოირჩევიან მათი დანიშნულების მრავალსახეობით, წარმოადგენენ მეცნიერებატევადს, ასევე პოტენციურ საშუალებას ბიზნესის წარმართვისათვის აუცილებელი თავდაცვითი ტექნიკის წარმოებისათვის. ინოვაციურ ტექნოლოგიებს ახასიათებს: მათი შექმნისა და დანერგვის ვადების შემცირება და ამ პროცესის რაციონალურად წარმართვის შესაძლებლობა, ამისათვის გამოყენებული ფინანსური რესურსების ოპტიმალურობა, ბიზნესის სისტემებში მათი გამოყენების დროს ტექნოლოგიურ განსხვავებათა შემცირება საწარმოო და მომსახურების სექტორებს შორის, იგი საშუალებას იძლევა თავდაცვითი მიზნე­ბისათვის იქნეს გამოყენებული ბიზნესის სისტემაში არსებული სამრეწველო პოტენციალი; იგი წარმოადგენს ფირმის მმართველობითი კაპიტალის ოპტიმიზაციის საშუალებასაც და განაპირობებს საწარმოო პოტეცნიალის გამოყენებისა და პროდუქციის მისაღებად საჭირო დანახარჯების შემცირებას. ამით იგი ბიზნესის ობიექტებზე სახელმწიფოს ინოვაციური პოლიტიკის განხორციელებისათვის საჭირო წინაპირობას წარმოადგენს. 

დასკვნა

მაღალი ტექნოლოგიების გამოყენება ეკონომიკაში და მის ბიზნეს სისტემაში ძირითადად უკავშირდება საწარმოთა ევროინტეგრაციის პროცესში ახალი ტექნო­ლოგიების წარმოქმნას და მეცნიერულ და ტექნიკურ გამოკვლევათა შედეგების რეალიზაციას. მაღალი ტექნოლოგიების გამოყენება ბიზნესის უსაფრთხოებისა და სამრეწველო ბიზნესის განვითარებისათვის აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს. იგი საფუძვლად უდევს სახელმწიფოს მეცნიერული და ტექნიკური, ასევე ინოვაციური პოტენციალის წარმოქმნას, ეკონომიკასა და ბიზნესის სისტემაში ევროინტეგრაციის და შიდასაბაზრო ინტეგრაციის განხორციელებას.

ევროგაერთიანების ინოვაციური პოლიტიკის განხორციელება და სამეცნიერო კვლე¬ვებისა და ინოვაციების შექმნის პროცესების ინტეგრაცია წარმოადგენს ინო-ვაციური ბიზნესის ჩამოყალიბების საფუძველს, რომლისთვისაც დამახასიათებელია თავ¬დაც¬ვითი და ორმაგი დანიშნულების ტექნოლოგიების გამოყენება წარმოების დარგებსა და მომსახურების სისტემებში, ასევე თავდაცვითი ტექნიკის წარმოებისა და სამრეწველო ბიზნესის გაფართოება, რაც განაპირობებს ბიზნესის ტექნოლოგიური სისტემის ჩამოყალიბებას და მისი ელემენტების ეფექტიან ფუნქციონირებას. ამ მიზნით ინოვაციური ტექნიკის საშუალებებიდან თანამედროვე ბიზნესის საწარმოებში ძირითადად გამოიყენება: კომპიუტერული ტექნიკა ინფორმაციული თავდაცვის და ორმაგი დანიშნულების მქონე დამცავი კომპლექტებით; ასევე თავდაცვის საშუალებანი – ლაზერული ტექნიკა და ღრუბლოვანი ტექნოლოგიები; სამრეწველო ბიზნესში გამოყენებული რობოტოტექნიკა, რომელიც მომსახურების პროცესებშიც გამოიყენება; ბიზნესის ფინანსური ოპერაციების და უსაფრთხოების დაცვის მიზნით გამოყენებული ინფორმაციული ტექნოლოგიები და ინოვაციური ტექნიკა. ორმაგი დანიშნულების ასეთი ტექნოლოგიების და ტექნიკის გამოყენებით შესაძლებელია ინოვაციური ბიზნესის განვითარების პროცესის რაციონალურად წარმართვა, რომელიც თანამედროვე ევროინტეგრაციული პოლიტიკის განხორციელებისათვის აუცილებელ წინაპირობასაც წარმოადგენს. 

გამოყენებული ლიტერატურა

1.  აბესაძე რამაზი, ევროკავშირის ინოვაციური სისტემა, სამეცნიერო შრომების კრებული, ტ. X, თბილისი, თსუ პაატა გუგუშვილის სახელობის ეკონომიკის ინსტი­ტუტის გამომცემლობა, 2017.

2.  პაპავა ვლადიმერი, ტექნოლოგიური ჩამორჩენილობის დაძლევაში ევრო­კავშირის პოსტკომუნისტური ქვეყნების გამოცდილება. სამეცნიერო შრომების კრებუ­ლი, ტ. X, თბილისი, თსუ პაატა გუგუშვილის სახელობის ეკონომიკის ინსტიტუტის გამომცემლობა, 2017

3.  მენქიუ გრ., ეკონომიკის პრინციპები, თბილისი, „დიოგენე", 2000.

4.  ბერულავა გიორგი, კაკულია ეთერი, გოგოხია თეიმურაზი, ინოვაციური მცირე ფირმების (ბიზნესის) ფუნქციონირების თავისებურებები ევროკავშირის ქვეყნებში. სამეცნიერო შრომების კრებული, ტ. X, თბილისი, თსუ პაატა გუგუშვილის სახელობის ეკონომიკის ინსტიტუტის გამომცემლობა, 2017.

5. ცუცქირიძე მარინე, ბიზნესის განვითარების ტენდენციები და ინოვაციური ტექნოლოგიების გამოყენების საკითხები. საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენციის მასალების კრებული „ეკონომიკისა და ეკონომიკური მეცნიერების განვითარების თანამედროვე ტენდენციები", თბილისი, თსუ პაატა გუგუშვილის სახელობის ეკონომიკის ინსტიტუტის გამომცემლობა, 2018.